x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვინ დაიკავებს რუსეთში №1 კანონიერი ქურდის ადგილს? ისევ საქართველოდან?
image


როგორც ცნობილია ამ რამდენიმე დღის წინ გაასამართლეს კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი, რომელსაც სასამართლომ ჯერ 13 წელი, საბოლოოდ კი 9 წელი და 10 თვე ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯა.


რუსი ძალოვნები 65 წლის შაქრო კალაშოვს, მეტსახელად "ზაქრო მალადოის" №1 კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეევენ, კალაშოვმა ეს "პოსტი" 2013 წელს მოკლული, ისიც თბილისელი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის"მკვლელობის შემდეგ დაიკავა.


რადგან შაქრო კალაშოვი ციხეში დიდი ხნით გაუშვეს, დადგა საკითხი, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი შესაძლოა იყოს 53 წლის ბიზნესმენი ოლეგ შიშკანოვი(მეტსახელად "შიშკანი"), თუმცა საინფორმაციო სააგენტო "Прайм Крайм"-ის მთავარი რედაქტორი, ვიქტორია გეფტერი რომელიც სპეციალიზირებულია ახალი ამბებით კრიმინალური, ქურდული სამყაროდან, კატეგორიულად უარყოფს ამ მოსაზრებას.



"ეს ინფორმაცია წმინდა წყლის სპეკულაციაა და არ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ"-აღნიშნა მან.მისივე განცხადებით ახალი ლიდერი ვერ იქნება სხვა კლანიდან, რომელსაც მიეკუთვნება ოლეგ შიშკანოვი, "ახალი ბოსი ისევ "შაქრო მალადოის" გარემოცვიდან იქნება და ეს ან "ვასია ვასკრესი"(ვასილი ხრისტოფოროვი) ან კიდევ "მელია"(მერაბ გოგია)"იქნება, დასძინა ექსპერტმა.


მელია, იგივე მერაბ გოგია(დაბ.1953 წ. 23 ივლისს) ქუთაისელი კანონიერი ქურდია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, შემდეგ ესპანეთში გადასახლდა სადაც იგი ინტერპოლის მიერ ე.წ."წითელი ცირკულარით" იძებნებოდა.2006 წელს ესპანელებმა დააკავეს და თბილისს გადასცეს, კრიმინალური ავტორიტეტი მე-7 საპყრობილეში მოათავსეს.მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად.

imageფოტოზე:მერაბ გოგია

imageფოტოზე: მერაბ გოგია ახალგაზრობაში(ცენტრში)




0
915
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0